Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682041&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი სტენდზე - სითი მოლი საბუბრთალო/გლდანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი სტენდზე
მომწოდებელი: მედანე
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"მედანე" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის (სტენდი) თანამდებობაზე.

მდებარეობა: სითი მოლი (საბურთალო ან გლდანი)

კომპანიის შესახებ:

"მედანე" წარმოადგენს მაღაზიას, რომელიც სპეციალიზებულია დანების გაყიდვაში - სალაშქრო, საკოლექციო და სამზარეულოს დანები, ასევე წარმოდგენილია ხელსაწყოები და სალაშქრო აღჭურვილობა.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 4 ან 5 სამუშაო დღე, დღეში 6 საათი
** პირველი ცვლა: 10:00-16:00
** მეორე ცვლა: 16:00-22:00
** სამუშაო ადგილი - საბურთალოს ან გლდანის სითი მოლი

ანაზღაურება:

** ფიქსირებული: 40 ლარი ერთი ცვლა (6 საათი)
** ბონუსი: გაყიდვებზე დაფუძნებული სისტემით

ძირითადი მოვალეობები:

** სტენდზე არსებული პროდუქციის პრეზენტაცია და აქტიური გაყიდვა
** მომხმარებლის კონსულტაცია და სწორ პროდუქტზე ორიენტირება
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და ცოდნა
** დისციპლინის დაცვა და მენეჯერის მითითებების შესრულება

მოთხოვნები:

** სტაბილური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ
** გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში გამოცდილება მისასალმებელია
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მოტივაცია
** ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის სურვილი (არ განიხილება 6 თვეზე ნაკლები პერიოდით თანამშრომლობა)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Info@medane.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კონსულტანტის ვაკანსია - მედანე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია