|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - აგრო მიმართულება
|
| მომწოდებელი:
ბიოპლანტი
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
შპს "ბიოპლანტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (აგრო მიმართულება) პოზიციაზე.
შპს "ბიოპლანტი" წარმოადგენს აგრო მიმართულებით მოქმედ კომპანიას, რომელიც ფერმერებს და სხვა აგრო კომპანიებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სასუქებს.
პირობები:
** საწყისი ხელფასი: 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით;
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მიზანმიმართული მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან და კომპანიის პროდუქციის შეთავაზება;
** პოტენციურ კლიენტებთან პირადი შეხვედრები და პროდუქციის პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Gogokhia.tamri@gmail.com; Info@bioplant.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 510 000 255
|
|
|
|