Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: რედ განეში
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. "რედ განეშ" თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 13:00-20:00
** დასვენების დღე: შაბათი
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა #43
** ანაზღაურება: 1500 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;

შეკვეთების მიღება და დამუშავება:

** სავაჭრო ობიექტებიდან ელექტრონულ ფოსტაზე და სატელეფონო ზარის საშუალებით შეკვეთების მიღება და პროგრამაში გატარება.
** შეკვეთების დამუშავება წონებისა და პოზიციების მიხედვით, ჯამური წონის გამოყვანა და შეკვეთების ფურცლის მომზადება მაღაზიების მიხედვით.
** მაღაზიების შეკვეთების მიხედვით, გაწერილი შეკვეთების ფურცლის მზა პროდუქციის გამნაწილებლებისთვის და წარმოების უფროსისთვის მიწოდება.

სავაჭრო ობიექტების მენეჯერებთან მუდმივი კონტაქტი:

** სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა — მათ შორის, შეკვეთის არქონის, წონისა თუ რაოდენობის შეუსაბამობის ან სხვა პროდუქციის დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერებთან დროული დაკავშირება, მიზეზების გარკვევა და საკითხის ოპერატიული მოგვარება.
დისტრიბუციის ზედნადებებით უზრუნველყოფა:
** ზედნადებების დამუშავება-დაბეჭდვა შეკვეთების მიხედვით და დისტრიბუციის ბორტების მიხედვით განაწილება;
** უვნებლობის დოკუმენტაციის წარმოება და ზედნადებებზე თანდართვა;
** დღის ბოლოს, მორიგე დისტრიბუტორისთვის მომავალი დღის ზედნადებების ჩაბარება და ბორტების მიხედვით განაწილება;
** შეკვეთების სრულად ვერ დამზადების შემთხვევაში კორექტირების შეტანა პროგრამაში (ასევე RS.ge-ზე) და დისტრიბუციის ზედნადებში.
** დღის განმავლობაში, იმავე დღის კონტროლ ლისტების გავლა (რომელ მაღაზიაში რა წონა დააკლდათ, რა ვერ გაიტანეს და ა.შ) ცვლილებების მიხედვით კორექტირების შეტანა RS.ge -ზე და პროგრამული კორექტირების უზრუნველყოფა.
** აქციის პერიოდში სააქციო პოზიციების შერჩევა კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Excel - პროგრამის ცოდნა;
** RS.ge - მუშაობის გამოცდილება;
** სიახლეების დანერგვის სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდთან მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე office@mzamzareuli.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 116 118

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე