Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Badagoni Hospitality
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.

უშუალო ხელმძღვანელი: სერვის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული
პოზიციის ძირითადი როლი: სტუმრების მომსახურება

ძირითადი ფუნქციები:

** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** შეკვეთის საერთო ხარჯების მომზადება და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული რეაგირება და სამომავლო პრევენცია;
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარები:

** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: hr@badagonihospitality.com

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობა:

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "საჭაშნიკე 1969"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით კონკურსის დასრულებამდე. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: hr@badagonihospitality.com ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება
(მის.: თბილისი, თავისუფლების 4)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე