|
დასახელება:
ასისტენტი ულტრასონოგრაფიის კაბინეტში
|
| მომწოდებელი:
კურაციო
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
სს "კურაციო" აცხადებს ვაკანსიას 2 ვაკანსიას ულტრასონოგრაფიის კაბინეტში ასისტენტის პოზიციაზე.
მოვალეობები: კვლევის პროცესში ექიმის ასისტირება, პაციენტის ჩანაწერის წარმოება კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში არსებული სპეციალური ფორმის მეშვეობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან ნებისმიერი კლინიკური მიმართულების რეზიდენტი.
ვაკანსია 1
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის #31
** კვირაში 11 სამუშაო საათი.
** სამუშაო დღეები:
- ორშაბათი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;
- ოთხშაბათი - 10:00 საათიდან 14:30 საათამდე
** ანაზღაურება - 230 ლარი
ვაკანსია 2
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის #31
** კვირაში 12 სამუშაო საათი.
** სამუშაო დღეები:
- ოთხშაბათი - 09:00 საათიდან 15:30 საათამდე;
- ხუთშაბათი - 09:00 საათიდან 14:30 საათამდე
** ანაზღაურება - 250 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@curatio.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ასისტენტი ულტრასონოგრაფიის კაბინეტში".
გაცნობებთ, სს "კურაციო" ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს "კურაციოს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს "კურაციოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს "კურაციოს" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
|
|
|
|