|
დასახელება:
საიტ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თბილისის ბულვარი
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
უძრავი ქონების დეველოპერული პროექტი - "თბილისის ბულვარი" აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის პოზიციაზე.
პირველი სრულფასოვანი კურორტი ქალაქში "თბილისის ბულვარი" ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
Web: https://tbilisiboulevard.com/
Fb: https://www.facebook.com/TbilisiBoulevard
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას 20
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტზე მშენებლობის პროცესის კონტროლი
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
** კომპანიის მიერ შემუშავებული სამუშაოების მეთოდოლოგიის და ხარისხის მკაცრი კონტროლი
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი
** სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა
** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი
** ხარჯთაღრიცხვის ფორმების გავლა და კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებების შესრულება სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით (სასურველია)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროცესების მართვის და კონტროლის
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
** MS office, AutoCad და Archicad-თან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
** სახარჯთაღრიცხვო ფორმების წარმოების ან კონტროლის გამოცდილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:
hr@ginoaquapark.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|