|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
Best Western Plus Batumi
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი " რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი : 8 საათიანი ცვლები (კვირაში 2 დღე დასვენება);
ლოკაცია: ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე;
** მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა;
** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა;
** შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრებთან და კოლეგებთან დადებითი და ეფექტური კომუნიკაცია;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
საჭირო პიროვნული უნარები:
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პოზიტიურობა, ენერგიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|