Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: დენტალ ველნესი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
სტომატოლოგიური კლინკა "დენტალ ველნესი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ადმინისტრატორი.

მდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი, ვ. გოძიაშვილის #38

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების ეფექტური და თავაზიანი მომსახურება.
** ფლობდეს ინფორმაციას ექიმების გრაფიკებისა და პაციენტების ჩაწერის შესახებ;
** შეინარჩუნოს წესრიგი სამუშაო ადგილზე;
** 10 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში დაურეკოს პაციენტს, დააზუსტოს მიზეზი და პროგრამულად ასახოს;
** განახორციელოს გადახდა სალარო აპარატის მეშვეობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო განრიგი:
კვირაში 3 დღე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე და ყოველი მეორე კვირა 10:00 საათიდან 16:00 საათამდე
ანაზღაურება: 700 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: dental.wellness29@gmail.com (დანიშნულებაში მიუთითეთ - ვაკანსია ადმინისტრატორი).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე