საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ფინანსურ დეპარტამენტში.
თუ ხართ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან ახალი კურსდამთავრებული ფინანსების მიმართულებით და დაინტერესებული ხართ კარიერით კორპორაციული ფინანსების მიმართულებით, ჩვენ გთავაზობთ:
** უნიკალური შანსს, მიიღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორის წამყვან კომპანიაში;
** იმუშაოთ პროფესიონალთა გუნდთან ერთად - თქვენ გექნებათ შესაძლებლობა კორპორაციული ფინანსები პრაქტიკაში კომპანიის კორპორაციული ფინანსების მართვის ლიდერის მენტორობით ისწავლოთ;
** სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასრულებისთანავე გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი!
სტაჟიორი გაეცნობა და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:
** ჯგუფის ძირითადი ბიზნეს მიმართულებების პერიოდული სექტორული ანალიზი;
** ფინანსურ მოდელირებაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი, შეფასება.
** მოზიდული საბანკო პროდუქტების/რესურსების და შესაბამისი კოვენანტების მონიტორინგი;
** საბანკო მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღება, ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება/ანალიზი.
სტაჟირების არსებითი პირობები:
** სტაჟირების გავლის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათაო ოფისი
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-იდან 6 თვემდე, შემდგომი დასაქმების რეალური შესაძლებლობით
** ხელზე ასაღები ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: 600 ლარი
** სამუშაოს გრაფიკი: ინდივიდუალური, წინასწარ შეთანხმებული საათებით, ლექციებისა და გამოცდების გათვალისწინებით. ოფისის ოფიციალური სამუშაო განრიგია: ორშ-პარასკევი, 09:30 -18:30 სთ, შესვენება 1 საათი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ფინანსების, აუდიტის, ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან ახალი კურსდამთავრებული.
** Microsoft Office, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე ორიენტირებული, მაღალი მოტივაციით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, work.giec@gmail.com ელ.ფოსტაზე გაგვიზიარეთ თქვენი რეზუმე. subject ველში აუცილებლად მიუთითეთ Intern.
კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.
შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ მეილზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ იმავე ელექტრონულ მისამართზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
|