Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: მიდეა
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს "ემსერვისი" - ბრენდი ""Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური სერვის-ცენტრია საქართველოში.

შპს "ემსერვისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში ნივთების/დეტალების მოძიება კოდების მიხედვით.
** ნივთების/დეტალების ტრანსპორტირებისთვის მომზადება.
** ტექნიკოსების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა ინვოისის/ქვითრის საფუძველზე.პროგრამაში ასახვა შესაბამისად.
** რს-ზე ტრანსპორტირების ზედნადების ატვირთვა.
** პროდუქციის მიღება-დასაწყობება და სისწორის კონტროლი.
** მეორადი ნივთების გადაადგილების ორგანიზება.
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცედურების უზრუნველყოფა. (მოძრაობის უწყისით პროდუქციის ნაშთის გადამოწმება როგორც პროგრამულად ასევე რეალურად.)
** სხვა ლოჯისტიკური საკითხები.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 1C პროგრამის ცოდნა;
** Rs პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადების გამოწერა, დაკორექტირება, უკან დაბრუნების გაკეთება);
** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ.N7;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@midea.ge 2025 წლის 12 დეკემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
გასაუბრება;

მოგახსენებთ, რომ შპს "ემტექნიკსი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემეტქნიკსი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.

მოგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე