|
დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
რთველისი
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
კომპანია "რთველისი" არის ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია.
კომპანიას აქვს ვაკანსია შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გააგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე - info@rtvelisi.com
1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო დრო - დღეში 8 საათი, შესვენება - 1 საათი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სხვა დეტალებზე მიმართეთ კომპანიას: info@rtvelisi.com ან facebook გვერდის - Rtvelisi / რთველისი საშუალებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ჩამოსხმისთვის მოსამზადებელ პროცესებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
** ქარხნისთვის ჩამოსასხმელი პროდუქციის რეცეპტების მომზადება;
** ქარხანაში არსებული ჩამოსასმელი პროდუქციის მაკომპლექტებელის (შესაფუთი მასალების) ნაშთების გადამოწმება და კონტროლი;
** ქარხანასა და გაყიდვების გუნდს შორის დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება;
** ექსპორტისა და საქართველოს ბაზრისთვის სარეალიზაციო პროდუქციის დოკუმენტური კონტროლი;
** პროდუქციის შესაფუთი მასალების მომწოდებლებთან კავშირი, შესყიდვა, მათი ლოჯისტიკური და ფინანსური კონტროლი;
** ექსპორტის გაყიდვების სტატისტიკური ანალიზი;
** ფასთა კვლევა და ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და წინადადებების შედარებითი ანალიზი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV კომპანიის მეილზე: info@rtvelisi.com და მიუთითეთ აუცილებლად სათაურის ველში, პოზიციის დასახელება (შესყიდვების სპეციალისტი).
|
|
|
|