Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=681515&print=yes&view=jobs
 
ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეც.
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული და გამარტივებული შესყიდვების განხორციელება მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა წესების შესაბამისად;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ატვირთვა და ადმინისტრირება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა და მიწოდების ვადების განსაზღვრა, ბაზრის კვლევის ჩატარება და შესაბამისი შედეგების წარდგენა;
** ელექტრონული, კონსოლიდირებული და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებისა და მათში ცვლილებების პროექტების მომზადება; გაფორმებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა.
** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა ტექნიკური სპეციფიკაციების, ინფორმაციისა და დასკვნების მოსაპოვებლად;
** შესყიდვების პროცესის დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება.
** სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით);
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** შესყიდვების კანონმდებლობის ცოდნა;
** მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 26.11.2025

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია