Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი პრემიუმ ხარისხის შოურუმისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი პრემიუმ ხარისხის შოურუმისთვის
მომწოდებელი: Merlons
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს პრემიუმ ხარისხის შოურუმისთვის.

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: 1200₾ + ბონუსები
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, 10:00-19:00 სთ (დასვენების დღეების შეთანხმებით)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას;
** მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა- შეთავაზება;
** ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა.

ჩვენ გეძებთ შენ თუ:

** ეძებ შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ხარ მოტივირებული და მარტივად შეგიძლია ახალი ინფორმაციის სწავლა;
** საუბრობ ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
** ფლობ საოფისე პროგრამებს;
** გაქვს გამოცდილება გაყიდვებში (ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი"

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -

https://merlons.ge/ka/
https://www.facebook.com/Merlons.ge
https://vitra.com.ge/ka/
https://www.facebook.com/VitraGeorgia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე