|
დასახელება:
გადამზიდი/დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
იფქლი
|
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
კომპანია "იფქლი" ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.
კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს გადამზიდი/დისტრიბუტორის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, მცხეთა-მთიანეთი;
** აუცილებელი მოთხოვნა: C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელური.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი სრულყოფილად შევსებული რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: info@ipkli.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 593 64 28 27
|
|
|
|