Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=681386&print=yes&view=jobs
 
სუპერმარკეტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერმარკეტის მენეჯერი
მომწოდებელი: მ.ა.მ
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1200-1600 ლარი
8 საათიანი გრაფიკი, 09:00-18:00, კვირაში ერთი დღე დასვენება, შაბათი მოკლე დღე.
ლოკაცია: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა (ცენტრი), წინუბანი (ლილოს მიმდებარედ), აფრიკა, ბერი გაბრიელ-სალოსის გამზირი.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
** ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ მეილზე human.resource.m.a.m@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557666428.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია