|
დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის Front Desk სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Onex Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
კომპანია "ონექს ჯორჯია" ეძებს პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ მომხმარებელთა მხარდაჭერის Front Desk სპეციალისტს ონექსის სათაო ფილიალში. ეს პოზიცია მოიცავს მომხმარებლების ადგილზე დახვედრას, ამანათების გაცემას და ძირითადი საოფისე პროცესების მხარდაჭერას.
ლოკაცია: თბილისი, ალ. ყაზბეგის 19 ბ
ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-15:00 ან 15:00-21:00, თვეში 2 შაბათი 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა დახვედრა და ინფორმაციის მიწოდება ადგილზე
** ამანათების გაცემა
** მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი დეპარტამენტისთვის
მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა და პროფესიონალური მიდგომა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** ქართული და ინგლისურის ცოდნა მაღალ დონეზე (რუსული ენის ცოდნა - სასურველია)
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ხელფასი და ბონუსი
** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს
** პროფესიულად განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
თუ თქვენ თვლით, რომ აღნიშნული პოზიცია თქვენთვის შესაფერისია, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@onex.ge
|
|
|
|