Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=681308&print=yes&view=jobs
 
ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ქცევითი თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;
** ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, მედიცინაში ან მომიჯნავე სპეციალობებში სავალდებულოა (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის სერტიფიკატის ფლობა;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია კლიენტთან მუშაობის ეთიკური პრინციპების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე;

დამატებითი ინფორმაცია:

ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა;
** გასაუბრება;

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 დეკემბერი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com. "Subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება "ქცევითი თერაპევტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო: 599 155 744

** ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებს და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვისა და პირებისთვის. ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია