Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=681276&print=yes&view=jobs
 
საინჟინრო სისტემების მასალების გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო სისტემების მასალების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საინჟინრო სისტემების მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა : ბათუმი
დასაქმების ტიპი : სრული განაკვეთი

"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო მასალებისა და შესაბამისი პროდუქციის გაყიდვების პროცესის მართვა;
** ახალი კლიენტების მოძიება და გაყიდვების პორტფელის გაზრდა;
** არსებული მომხმარებლების მართვა, მომსახურება და გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნება;
** ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია შეთავაზებების მომზადებისა და სპეციფიკაციის დაზუსტება;
** მასალების კატალოგების, ფასებისა და კომერციული წინადადებების მომზადება;
** ბაზრის ანალიზი;
** ანგარიშების მომზადება;

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია საინჟინრო/სამშენებლო მიმართულებით);
** მაღალი დონის კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გადაწყვეტილების მიღების უნარი კრიტიკულ სიტუაციაში;
** ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე.
** Excel-ისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ :

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საინჟინრო გარემოში;
** სტაბილური გარემო და კონკურენტული ანაზღაურება;
** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : t.maglakelidze@anax.ge; "სათაურის ველში" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია