Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენლის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენლის
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია ნიუ ერა
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
ფარმაცევტული კომპანია "ნიუ ერა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სახარჯი მასალების მიმართულებით თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება, ორგანიზებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით;
** ვიზიტის ფარგლებში პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა;
** შეკვეთების მიღება;
** გაყიდვების გაზრდისთვის შესაბამისი აქტივობების ჩატარება;
** პოტენციურ მომხმარებელთა მოძიება;
** ყოველდღიური - ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-18:00 ორშაბათი-პარასკევი;
** შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით შემდეგ ელ. მისამართზე: newera.georgia2019@gmail.com.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე