Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=678876&print=yes&view=jobs
 
IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სოფტგენი
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
კომპანია "სოფტგენი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს-ანალიტიკოსის (Full Time) პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

სამუშაოს აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტში მონაწილე მხარეების ინტერვიუების და მოთხოვნების შეგროვება.
** პროექტის ფარგლებში შესასწავლი პროცესების დეტალური დიაგნოსტირება, ანალიზი, ბიზნეს - პროცესების მოდელირება, ფუნქციონალების შეთანხმება, ინტერფეისის შემუშავება და დოკუმენტირება;
** ტექნიკური მოთხოვნების იდენტიფიცირება და ტექ-დავალების მომზადება დეველოპერებისთვის;
** ფუნქციური ექსპერტიზა პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და გაშვების ფაზებში;
** პროექტის ფაზების Agile მეთოდოლოგიით დაგეგმარება, რეალისტური გრაფიკების შემუშავება და მართვა;
** სპეციალიზებული ინსტრუმენტების (lJIRA, Asana, Slack, MS Project, Soap, Postman …) გამოყენება, XML, JSON ფაილებთან მუშაობა;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი შეფერხებებისა და რისკების შეფასება, პრევენცია/პროგნოზირება და გადაჭრა;
** პროექტის სრული ციკლის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია ყველა მხარესთან, შესრულების პროგრესის პერმანენტული მონიტორინგი და შესაბამისი ცვლილებებისა და კორექტირებების პარალელური განხორციელება;
** შედეგების შეფასება, შესაბამისი რეპორტების მომზადება და ანგარიშგება.

პიროვნული უნარები:

** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** სამუშაოს ვადის განსაზღვრა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
** ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, დისციპლინირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

განათლება: უმაღლესი (მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი), სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ტექნიკური მიმართულებით

დამატებითი უპირატესობა:

** უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო-საფინანსო სფეროში პროფილურ პოზიციაზე (ბიზნეს-ანალიტიკოსი) საქმიანობის გამოცდილების მქონე პირებს;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.

ხელფასი: ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად (დამატებით - სამედიცინო დაზღვევა)

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე career@softgen.ge 2025 წლის 1 დეკემბრამდე და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია