|
დასახელება:
მაღაზიაში მტვირთავი
|
| მომწოდებელი:
აგრო კომპანია ბარაქა
|
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 10 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.
გვიხილეთ Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიაში მტვირთავის პოზიციაზე საქართველოს შემდეგ რეგიონში: წნორი.
ვეძებთ ახალ თანამშრომლებს საქართველოს რეგიონებში ჩვენს მაღაზიათა ქსელისათვის, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოცდილება საწყობში მუშაობის, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 700 ლარი (NET).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღებაში მაღაზიის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
** პროდუქციის დათვლაში მაღაზიის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
** პროდუქციის დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის გაცემა და ნაშთების კონტროლი;
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება.
** მაღაზიის მენეჯერის ან/და სხვა უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და მაღაზიის მენეჯერის ან/და სხვა უშუალო ხელმძღვანელის დახმარება საწყობის ფუნქციონირების გამართულად მუშაობის მიზნით;
საწყობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოს შესრულება.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მაღაზიის საწყობში მტვირთავი წნორში.
შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|