დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი - ავტოსერვისი
|
მომწოდებელი:
მაღაზია
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
ჩვენი ავტოსერვისის ტერიტორიაზე არსებული მაღაზია ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ მენეჯერს, რომელიც მართავს ყოველდღიურ ოპერაციებს, ზრუნავს მარაგებზე და უზრუნველყოფს მაღალ მომსახურების დონეს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნ. ხოშარაულის 30
სამუშაო დრო: კვირაში 6 დღე, 10:00-19:00 საათამდე
ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (გამოდის 3000-4000 ლარი)
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის ოპერაციული მართვა (საქონლის მიღება, გასაღება, აღრიცხვა)
** ავტონაწილების, ზეთებისა და სხვა პროდუქციის მარაგების კონტროლი
** შეკვეთების გაფორმება და მომწოდებლებთან კოორდინაცია
** მომხმარებლის ხარისხიანი მომსახურება და კონსულტაცია
** ფასების განახლება და პროდუქციის გამოფენა სტანდარტების მიხედვით
** მჭიდრო თანამშრომლობა სერვისის მექანიკოსებთან
მოთხოვნები:
** ავტონაწილების ან ტექნიკური პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** რომელიმე საბუღლტრო პროგრამის ცოდნა (FINA, 1C, Oris, Balance)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: autovacancy0@gmail.com (მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
|
|
|
|