Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კარფური სითი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"კარფური სითი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფიქსირებული ანაზღაურება: 1000-1200 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება (როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში);
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

უნარ-ჩვევები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** საბონუსე სისტემა;
** სწრაფი კარიერული განვითარების შესაძლებლობა

მისამართი: თბილისი, საბურთალო, მერაბ კოსტავას 73.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენ მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: anastasiasvintradze@gmail.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".

დაგვიკავშირდით ნომრებზე: 595 76 23 23 / 599 76 23 23
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე