დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კრისტალბეთი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში.
2018 წლიდან კრისტალბეთი მსოფლიოში უმსხვილესი მულტინაციონალური ჰოლდინგური კომპანიის Entain, ყოფილი GVC ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია და საქართველოში ექსკლუზიურ უფლებას ფლობს უმსხვილესი საერთაშორისო ჰოლდინგის პორტფოლიოში არსებული პროდუქტები რამდენიმემილიონიანი ჯეკპოტებით შესთავაზოს მომხმარებელს.
ექსკლუზიური, სრულყოფილი, დაცული ონლაინ სათამაშო პორტალი https://www.crystalbet.com/ მომხმარებელს თამაშის საუკეთესო გამოცდილებას და მომსახურების მხოლოდ მაღალ სტანდარტს სთავაზობს.
"კრისტალბეთი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ გარემოს, საინტერესო, გამოწვევებით სავსე სამუშაოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00 საათი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება;
** ონლაინ სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და რეპორტინგი;
** ციფრული საკომუნიკაციო არხების მართვა;
** ონლაინ კონტენტის შემუშავება, შექმნა და განთავსება სოციალურ ქსელებში (Facebook, Youtube, Instagram);
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში;
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი;
** სხვადასხვა მედია-მარკეტინგულ აქტივობებსა და პროექტებში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მომიჯნავე სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის აუცილებელია Adobe Photoshop-ის მაღალ დონეზე ცოდნა ვიზუალური მასალის მოსამზადებლად სოციალური მედიისთვის;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ქართულად გამართულად კომუნიკაციისა და წერის, აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** საავტომობილო სფეროში და ავტოსპორტში გათვიცნობიერებულობა.
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც ტექნიკურ, ისე არატექნიკურ გუნდებთან;
** ორგანიზაციული და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2025 წლის 17 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს "მარსის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "მარსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს "მარსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "მარსი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|