Робота для біженців з України
კონკურსი სტუდენტებისთვის - დამსაქმებლის გამოწვევა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი სტუდენტებისთვის - დამსაქმებლის გამოწვევა
მომწოდებელი: ოქროს კომპასი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ბრიტანული არაფორმალური განათლება უკვე საქართველოშია!

ორგანიზაციის შესახებ:

"ოქროს კომპასი", როგორც არაფორმალური განათლების ცენტრი, ერთი მთავარი მიზნით შეიქმნა, დაგვეკავშირებინა პროფესიონალები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დააგროვეს უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.

ჩვენ, კომპასელებს კარგად გვესმის, რამდენად კრიტიკულია ახალგაზრდა თაობისთვის ტრანსფერული უნარების განვითარება და პერსპექტივების სწორად დანახვა, სწორედ ამიტომ დავიწყეთ პროექტი "დამსაქმებლის გამოწვევა".

რა არის "დამსაქმებლის გამოწვევა"? პროგრამა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის განკუთვნილი კონკურსია, რომელიც ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის "დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამის" ნებართვით და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს, განივითარონ ტრანსფერული უნარები, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებელს, დაამყარონ პროფესიული კავშირები და გაიმრავალფეროვნონ რეზიუმე ისეთი გამოცდილებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტებს ეძელვათ.

როგორ მუშაობს პროექტი? ახალგაზრდები იმუშავებენ საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციის რეალურ გამოწვევებზე. მუშაობის პროცესში ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამის ჩივნინგის სტიპენდიანტები გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. სტუდენტებს მოუწევთ, მოიფიქრონ პრობლემური ქეისის გადაწყვეტის საუკეთესო გზა და წარადგინონ ჩივნინგის სტიპენდიანტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

რატომ უნდა გამოიყენო ეს შანსი? ეს უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოში მცხოვრები სტუდენტებისთვის, ერთი მხრივ, განივითარონ დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანი უნარები, მეორე მხრივ კი, პირისპირ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს. პროექტის დასრულების შემდგომ, სერტიფიკატის მიღებასთან ერთად, კომპასელი გახდები. იყო კომპასელი ნიშნავს, რომ შენ ბრიტანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისწავლე და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად 12 ოქტომბრის 23:00 სთ-ის ჩათვლით დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/4n3n13D

მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოქროს კომპასის ვებგვერდს www.goldencompass.edu.ge ან მოგვწერეთ info@goldencompass.edu.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე