Робота для біженців з України
სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სამედიცინო აპარატურის ინჟინერი.

მოთხოვნები:
სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობა:

** სამედიცინო აპარატურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო აპარატურის ხარისხიან ექსპლუატაციაზე ზრუნვა;
** სამედიცინო აპარატურის გეგმიური და საექსპლუატაციო სამუშაოების დაგეგმვა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაკვირვებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დატვირთვის მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე Vacancy.Surgery@aversi.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო აპარატურის ინჟინერი:) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ოქტომბრამდე.


ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე