დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
მომწოდებელი:
MS Holding
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
კომპანია "MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/
"MS holding" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს?
** კომერციული მიმართულების კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** ბაზრის კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი დამკვეთების მოძიებისთვის;
** კატეგორიების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების/სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა/ შესაბამისი იმპორტის დაგეგმარება;
** კომპანიის სარეალიზაციო ქსელებში, ყველა ძირითად სავაჭრო არხზე ახალი პროდუქტების დამატების იდეის, შესაბამისი ფინანსური გათვლებისა და სარეალიზაციო ქსელში ახალი პროდუქტების დამატების პროცესის სრულყოფილი მენეჯმენტი;
** გაყიდვების დეპარტამენტისთვის გეგმების ჩაშლა - სავაჭრო არხებად და ბრენდების მიხედვით, შესაბამისი საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირება და პრაქტიკაში დანერგვა;
** იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საკითხებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ან მარკეტინგის მიმართულებით)ს
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების/კომერციული მიმართულებით.
** სასურველია APEX მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება და ბაზრის ანალიტიკის ცოდნა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.
** კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქუჩა # 4
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30 - 18:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge და გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
|
|
|
|