Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: New Group
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
დეველოპერული კომპანია შპს "ნიუ გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

"New Group" ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში არაერთი წარმატებული და ცნობილი არქიტექტორის მიერ შექმნილი პროექტი აქვს შესრულებული.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შანდორ პეტეფის ქ. N2
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (11:00-15:00)
ანაზღაურება: 800 ლარი (NET) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით პოტენციურ მყიდველებთან ეფექტური კომუნიკაციის განხორციელება;
** პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი;
** მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** გაყიდვების დაგეგმარება, გეგმების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი;
** მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვებთან დაკავშირებით;
** გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მარკეტინგულ ღონისძიებებში;
** პოტენციური კლიენტებისათვის უძრავი ქონების ობიექტებზე ვიზიტების ორგანიზება და განხორციელება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეციფიკის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point));
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: info@elp.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე