Робота для біженців з України
ელექტრონიკის ინჟინერი, გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრონიკის ინჟინერი, გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: NS International Company
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
შპს "ენეს ინთერნეიშენალ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონიკის ინჟინრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

საწარმოო დანადგარების, პრინტერების, აპლიკატორების, შესაფუთი დანადგარების ინსტალაცია საწარმოებში და სერვისის მომსახურების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში შეკეთება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება საწარმოო ინდუსტრიულ დანადგარებთან ე.წ. "თარიღატორებთან" მუშაობაში და შეკეთებაში (სავალდებულოა) (Videojet, Hitachi ან სხვა ანალოგიური ბრენდებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო;
** მივლინებები როგორც საქართველოს ფარგლებში ასევე საზღვარგარეთ;

--------------------------------------------------

შპს "ენეს ინთერნეიშენალ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარების, პრინტერების, აპლიკატორების, შესაფუთი დანადგარების რეალიზაცია;
** ასორტიმენტის პრეზენტაცია და დემონსტრირება კლიენტებისთვის;
** უზრუნველყოს რჩევა საჭირო პროდუქტის არჩევის შესახებ;
** გაყიდვებისა და მასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება ინდუსტრიულ დანადგარების გაყიდვებში (სავალდებულოა);
** რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია);

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო;
** მივლინებები როგორც საქართველოს ფარგლებში ასევე საზღვარგარეთ;
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ხელფასი +მზარდი ბონუს სისტემა (ბონუსს მიიღებთ გაყიდვებიდან);
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: ns.international.company@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე