Робота для біженців з України
ლაბორატორიის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის ოპერატორი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: გლდანი (მეტროსთან ახლოს);
განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სთ)

კომპანიის შესახებ:

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

სამუშაოს აღწერა:

** ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა;
** ანალიზის პასუხების გაცემა;
** პაციენტებთან კომუნიკაცია, როგორც წერილობით ასევე ზეპირად;
** ანალიზის პასუხების ასახვა პროგრამაში;
** ექიმის მხარდაჭერა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული/უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სხვა უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge, 2025 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე