დასახელება:
ადმინისტრატორი, ანიმატორი
|
მომწოდებელი:
MiniaZone
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
"Minia Zone" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ადმინისტრატორი (სრული განაკვეთი)
ვეძებთ კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და გამოცდილ ადმინისტრატორს, რომელიც იზრუნებს სტუმრებზე და Minia Zone-ის ყოველდღიურ პროცესებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება ადმინისტრირებაში ან სერვისის სექტორში
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და პოზიტიური დამოკიდებულება
** ბავშვებისა და ოჯახებისადმი მზრუნველობითი მიდგომა
** ოფისში მიმდინარე პროცესების მართვა
2. ანიმატორი (ნაწილობრივი ან სრული განაკვეთი)
შესანიშნავი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის ან კრეატიული ახალგაზრდებისთვის, ვისაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა!
გახდი ჩვენი მინი-შეჯიბრების წამყვანი და ბავშვების საუკეთესო მეგზური თავგადასავლებში.
მოვალეობები:
** ბავშვების მხარდაჭერა RC მანქანების რბოლებისას
** რბოლების და აქტივობების წამყვანობა, ინსტრუქციების მხიარულად მიწოდება
** დაბადების დღეებსა და თემატურ ღონისძიებებში ჩართულობა
** ტრასის განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ენერგიული, პოზიტიური და კრეატიული პიროვნება
** ბავშვებთან მუშაობის სიყვარული
** ენთუზიაზმი და ინიციატივის გამოჩენა
** ინგლისურის და რუსულის ცოდნა მისასალმებელია
** ცვლებში მუშაობის მზაობა (შესაძლებელია 10-საათიანი ცვლაც)
** გამოცდილება არ არის აუცილებელი — მთავარია სწორი დამოკიდებულება
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელფოსტაზე - miniageorgia@gmail.com.
|
|
|
|