Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=657020&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართების გაქირავება და სპეც.ტექნიკის რეალიზაცია წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილის ქ. #142;
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (09:00-18:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული; ბონუსი

თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:

** სანდო და სტაბილურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს, თუ გყავთ არასრულწლოვანი შვილები;

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის შენარჩუნება;
** კომპანიის მფლობელობაში არსებული სპეც.ტექნიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის და გაყიდვების გეგმის შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების მენეჯერი).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია