დასახელება:
მათემატიკის პედაგოგი
|
მომწოდებელი:
GK Academy
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
"GK Academy" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის პედაგოგის პოზიციაზე (VII, VIII, IX, X კლასებთან) ახალი სასწავლო წლისთვის
მის: ვარკეთილი მე-3 მასივი, შუამთის ქუჩა #35.
გრაფიკი: სრული ან შერჩევითი, (წინასწარი შეთანხმებით):
** ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი
** ორშაბათი-ოთხშაბათი
** სამშაბათი-ხუთშაბათი
ანაზღაურება: სრული დატვირთვით: 3200 ლარი
შეთანხმებული გრაფიკის შემთხვევაში: 1საათი -20 ლარი.
ვაკანსია ითვალისწინებს ადგილზე დასაქმებას VII, VIII, IX, X კლასებთან მუშაობას
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) შესაბამის სპეციალობაში;
** ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გაკვეთილების დაგეგმვის უნარი ჩვენი სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
** ტესტების შედგენა (საჭიროებიდან გამომდინარე);
** სამუშაოსა და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** თბილი, მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტებისა და მოსწავლეების მიმართ;
** აქტიური, პოზიტიური, შრომისმოყვარე და პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:
** I ეტაპი - დოკუმენტაციის განხილვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით;
** II ეტაპი - გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
** ღია გაკვეთილის ჩატარება.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) და ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტის მისამართზე: gvanca.qumsiashvili@gmail.com
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დირექცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|