დასახელება:
ტენდერი - ყველის შესაბოლი დანადგარი
|
მომწოდებელი:
აფხაზინტერკონტი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
თანდართული ფაილი:
656973_AIC_Tender_1213386.zip
|
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს რეგიონები- იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი.
ორგანიზაციის მისია: ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, შეჭირვებულ, იგპ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, ოჯახების, სოციალურ - ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვას.
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) ახორციელებს მიმდინარე პროექტს, "სოფლად მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში"- პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ, რომლის ფარგლებშიც აფხაზინტერკონტს (AIC) სურს მიიღოს ფასთა კოტირებები ნებადართული ორგანიზაციებისაგან "ყველის შესაბოლ დანადგარზე` ამ მომსახურებისათვის "აფხაზინტერკონტი" AIC აპირებს გააფორმოს ქვეკონტრაქტი ფიქსირებული ფასით (რაც ითვალისწინებს გადახდებს წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე). ქვეკონტრაქტის მინიჭება მოხდება აგვისტოს თვეში. საქონლის მოწოდების სავარაუდო პერიოდია 2025 წლის 20 აგვისტო.
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება თანდართულ დოკუმენტში აღწერილი მომსახურების გაწევისათვის ქვემოთ მოცემულ (მოთხოვნა ფასთა კოტირებისათვის) ინსტრუქციისა და პირობების შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილ წინადადებაში მითითებული შესყიდვის თანხა არ უნდა შეიცავდეს დღგ - ს.
ტენდერის გამოცხადების თარიღი: 2025 წლის 11 აგვისტო;
ტენდერის დახურვის თარიღი და დრო: 2025 წლის 16 აგვისტო, 18.00 საათი;
შემოთავაზების მოქმედების მინიმალური პერიოდი:
შემოთავაზება ძალაში უნდა იყოს 2025 წლის 20 აგვისტომდე;
სატენდერო საქონლის გადმოცემის ადგილი:
ნინოშვილის ქ. #27 (101), ქუთაისი, 4600, საქართველო
სატენდერო კომიტეტის მიერ განსახილველად მიღებული იქნება მხოლოდ ის განცხადება, რომლებიც წარმოდგენილი იქნება დალუქული კონვერტით და შეიცავს შემდეგ ბეჭდურ დოკუმენტებს:
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** დანართი 1 სრულად ამობეჭდილი, ხელმოწერით და ბეჭდით ყოველ გვერდზე (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) იმის ნიშნად, რომ ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი გაეცნო აღნიშნული დოკუმენტის ყველა გვერდს/პირობებს და ეთანხმება მას. თუ რომელიმე გვერდზე არ იქნება ხელმოწერა და ბეჭედი (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ეს ჩაითვლება აღნიშნულ გვერდზე არსებული ინფორმაციისა თუ მოთხოვნების უარყოფად რისი სანაცვლო განმარტების არარსებობის შემთხვევაში სატენდერო წინადადება გადაიდება და ჩაითვლება წუნდებულად, ტექნიკური ხარვეზის გამო.
** განაცხადის თანდართული ფორმა (დანართი 2 - ლოტის შესაბამისად) შევსებული;
** ორგანიზაციის/კომპანიის წინამდებარე წერილი (ინფორმაცია კომპანიის შესახებ, წარმოდგენილი საქონლის წარმოშობის ქვეყნის, ხარისხისა და მოწოდების ვადების შესახებ).
რეაგირება:
აუცილებელია შემოთავაზება წარმოდგენილ იქნეს დალუქულ კონვერტში 2 კონვერტად საიდანაც 1 ორიგინალია მეორე კი მისი ასლი, შემდეგ მისამართებზე:
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC)
მისამართზე: ნინოშვილის ქ. #27 (101), ქუთაისი, 4600, საქართველო
ტელ. 599 17 08 05
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ დოკუმენტში.
|
|
|
|