Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656423&print=yes&view=jobs
 
სტაჟირების პროგრამა მსხვილი კლიენტების მართვის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირების პროგრამა მსხვილი კლიენტების მართვის მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი მსხვილი კლიენტების მართვის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

მოკლე აღწერა:

მსხვილი კლიენტების მართვის გუნდი - ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. ისინი აყალიბებენ პარტნიორულ ურთიერთობებს ქსელურ ობიექტებთან, რისი წყალობითაც ჩვენ ვიზრდებით, ხოლო ჩვენი პროდუქცია ახარებს მომხმარებლებს თაროებზე.

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

** მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების, მოთხოვნის აქსელერაციის, ფინანსებისა და ლოგისტიკის გუნდთან
** ბაზრის ანალიზი და პროდუქციის ასორტიმენტის მატრიცისა და პრომო-გეგმების შემუშავება;
** ქსელურ ობიექტებთან კომუნიკაციისა და მიმდინარე ცვლილებების მხარდაჭერა
** PepsiCo-ს პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა
** პრომო კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და მათი გაუმჯობესებისათვის წინადადებების შეთავაზება

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** ისწავლი როგორ იგეგმება და ხორციელდება პროდუქციის პრომო კამპანიები
** მიიღებ გამოცდილებას როგორ წარმართო მოლაპარაკებების მსხვილ კლიენტებთან
** ისწავლი როგორ მართო პროდუქციის ასორტიმენტი და გააანალიზო დიდი მოცულობის ინფორმაცია
** გაიგებ როგორ ხდება პროდუქციის ფასწარმოქმნა

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბიზნესის ადმინისტრების ან მსგავსი მიმართულებით
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა (Excel, PowerPoint)
** სრული განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა 2025 წლის სექტემბრიდან

რას გთავაზობთ:

** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა;
** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი;
** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება კომერციული მიმართულებით;
** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება;
** საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესდი?

გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია