დასახელება:
აეროპორტის საბაჟო საწყობის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
DHL
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს"ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას აეროპორტის საბაჟო საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: ნახევარი (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 06:00-10:00);
** ანაზღაურება: 800 -1000 ლარი
** სამუშაო ადგილი: აეროპორტი
ძირითადი მოვალეობები:
** ტვირთის მიღება, გარეგნული დათვალიერება და სწორად განთავსება პალეტზე;
** შემოსული ტვირთის დახარისხება და დალაგება
** ტვირთის განაწილება განსაბაჟებელ და არაგანსაბაჟებელ ნაწილად
** ტვირთის გატარება სკანერზე და შესაბამისი აღრიცხვა
** ტვირთის მიღების დროს მისი გარეგანი ინსპექტირება და ნებისმიერი შეუსაბამობის (დაზიანების, დანაკლისის, როგორც წონაში, ასევე, ადგილების რაოდენობაში) დაფიქსირება.
** ტვირთის გაცემის პროცესის მართვა.
** ტვირთის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების ინფორმირება.
** საწყობის შიდა წესების დაცვა
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა ტვირთის გადაადგილებაზე.
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია საწყობის მართვის სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office, Windows, კარგი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებული;
** ფიზიკური დატვირთვის გაწევის უნარი და მზადყოფნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 3 აგვისტო ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
|
|
|
|