Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=651715&print=yes&view=jobs
 
ასისტენტი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ართვინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
შპს "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის პოზიციაზე ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვევის პორტალზე დასაქმებულთა მონაცემების ატვირთვა, დაზღვევის გააქტიურება, გაუქმება, ცვლილებების შეტანა-ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის სადაზღვევო პოლისების ფარგლებში
კომპანიაში დასაქმებულ იმიგრანტ პირთა რეგისტრაცია შესაბამის სისტემაში
** მზა დოკუმენტაციის დასკანერება, დახარისხება და დაბაინდერება. ასევე დოკუმენტაციის ასახვა ელექტრონულ სისტემაში
** სოციალური ქსელების მართვაში მონაწილეობის მიღება (პოსტების განთავსება პლატფორმებზე და კომპანიის ვებ-გვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება)
** შემოსულ ზარებზე პასუხი და გადამისამართება შესაბამის პირებთან
** საკანცელარიო ნივთების შეკვეთა
** ადმინისტრაციული მენეჯერის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება (მათ შორის დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და/ან პირიქით)

აუცილებელი მოთხოვნებია:

** კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ჰუმანიტარული მიმართულებით)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** გამართული წერის უნარის ქონა (ოფიციალური წერილების, განცხადებების დაწერის უნარი)

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (სტუდენტების შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი)
ხელფასი: 800-1000 ხელზე (გამოცდილებისა და გრაფიკის შესაბამისად)
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი, ქრისტინე შარაშიძის 25 (დიღომი 7 ა).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: info@artwin.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია