დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
დემასი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
შპს "დემასი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2200 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი+ ბონუსი სისტემით), ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა. კარიერული ზრდის პერსპექტივა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამსახურებრივი მოვალეობა: მომხმარებლის კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი, სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი. დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სტაჟირების ვადა 1 თვიდან 2 თვემდე-ანაზღაურება თვეში 1000 ლარი.
რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.
ელ ფოსტა: vacancy@demasi.ge
ვებ გვერდი: http://www.demasi.ge
|
|
|
|