დასახელება:
მასწავლებლები პროფესიული მოდულებისთვის
|
მომწოდებელი:
სქილვილ
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"SKILLWILL" პროფესიული კოლეჯისთვის აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით - "მეწარმეობა", "ინგლისური ენა", "ინფორმაციული წიგნიერება" და "ქართული ენა" (ქართული ენის მოდული არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის). ვეძებთ მოტივირებულ, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებიც ჩაერთვებიან კოლეჯის სტუდენტთა სწავლებასა და პროფესიული უნარების ჩამოყალიბებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლესი ან საშუალო პროფესიული დიპლომი, ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
** არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და მათი სწავლისა და სწავლებისთვის გამოყენების უნარი;
** ინფორმაციის სტრუქტურირებული და გასაგებად გადმოცემის უნარი.
** ქართული და ინგლისური ენის მასწავლებლების შემთხვევაში - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულის სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.
უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირებს.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ წინასწარი შეთანხმება. კოლეჯში სწავლება დაიწყება 2025 წლის ნოემბერში.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივნისი.
გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ მეილზე - college@skillwill.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|