Робота для біженців з України
საფასადე სისტემების მოწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საფასადე სისტემების მოწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას საფასადე (ექსტერიერის) სისტემების მოწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ-დან 18 სთ-მდე

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 3 წელი (სასურველია);
** პროფესიონალური ცოდნა, გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (აუცილებელია) რუსული (სასურველი);

მოვალეობები:

** დამკვეთთან ურთიერთობის წარმართვა, მათი მოთხოვნების ფორმალიზება;
** კომპანიის წარდგენა დამკვეთთან, პროდუქტის შეთავაზება, მათთან მოლაპარაკების და საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** ტექნიკური დავალების დეტალური შესწავლა და დამკვეთის მოთხოვნებზე დაყრდნობით, შეთავაზების შედგენა-წარდგენა;
** საინჟინრო ჯგუფის მართვა მიმდინარე პროექტზე მუშაობის პროცესში;
** მონაწილეობის მიღება ახალ და პერსპექტიულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებში;
** საფასადე სისტემების არქიტექტურულ, ინჟინრულ და ტექნიკურ ნაწილში მიმდინარე ტენდენციების, თანამედროვე მასალებისა და მოწყობილობების შესწავლა.
** მონაწილეობის მიღება ტექნიკურ გამოფენებში, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების შეძენის მიზნით, ვიზიტების დაგეგმვა/მონაწილეობა;
** საჭიროებისამებრ საკომუნიკაციო სტრატეგიების წარმართვა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა;

ანაზღაურება: კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად;

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე