Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა;
** გაყიდული ბილეთების აღრიცხვა;

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
** ელ. ფოსტის,   სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** შემომავალი ზარების პასუხი 
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

ლოკაცია: გიორგი ქუჩიშვილის 11

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gasa.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე