Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: კოფი ტრეიდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
კომპანია "კოფი ტრეიდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
** შაბათს: 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
** დასვენების დღე კვირა.
** ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და გამოცდილებაზე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე წარმოდგენილი სასაქონლო ნაშთების, ფასებისა და მარაგების მართვა.
** Top გაყიდვადი პროდუქციის ანალიზი და შესაბამისი მარაგების განსაზღვრა. (პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა).
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი. აღწერის პროცესის მართვა.
** სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა. დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მათი ქოუჩინგი უშუალოდ მუშაობის პროცესში.
** ახალი თანამშრომლების შერჩევა, სტაჟირების პროცესის მართვა და პროფესიული მხარდაჭერა.
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი.
** სავაჭრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელმისამართზე:
coffeetradegeorgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფილიალის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე