დასახელება:
მიმღები-რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
Bricks Hotel
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბრიქსი", ძველ თბილისში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე დღის ცვლაში. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლობიან ადამიანებს ვისაც სურვილი აქვთ განვითარდნენ ტურიზმის სფეროში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასტუმროს გენერალური მენეჯერის მითითებების შესრულება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქმის ადვილად ათვისების უნარი;
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** საქმის ადგილზე შესწავლას;
** კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში;
** მოქნილ გრაფიკს ორი დღე მუშაობა -ორი დღე დასვენება; საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.
** ანაზღაურება 1200 ლარი ნეტი + ბონუსი ტურ პაკეტების გაყიდვებიდან;
** კვებას;
** განვითარებას ტურიზმის სფეროში;
თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა!!! გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi2023@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|