დასახელება:
მინიმიკროს ექსპერტი
|
მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"ტერაბანკის" თელავის ფილიალში მინიმიკროს ექსპერტს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** გაქვს მოლაპარაკების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით)
** ბიზნეს/აგრო სესხებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის)
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, თ. ბაგრატიონის ქ. N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე (შესვენების გარეშე).
** ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი
შენი მოვალეობა იქნება:
** მინიმიკროს სეგმენტის კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურება
** მინიმიკროს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, და გაცემა
** ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე, საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება "მინიმიკროს ექსპერტი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|