დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სონნივა ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
კომპანია "სონნივა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, შუშის ქუჩა 38
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
** ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით;
** გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
** ჩანგლიანი დამტვირთველის საშუალებით პროდუქციის დასაწყობება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის სერტიფიკატი (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge. სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|