დასახელება:
განფასების სპეციალისტი/ხარჯთაღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
დეტრა ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
|
"დეტრა ჯგუფის" საქმიანობა სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო სპექტრს მოიცავს.
კომპანია ახორციელებს, MEP (წყალმომარაგება, ხანძარქრობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობა) პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული მომსახურებით უზრუნველყოფას.
ვთანამშრომლობთ მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა.
"დეტრა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას განფასების სპეციალისტის/ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კონკრეტულ პროექტებზე მორგებული ბრენდ ლისტების შექმნა და ამის მიხედვით განფასების წარმოება.
** საბაზრო ფასების კონტროლი.
** განფასების დედლაინების დადგენა და ვადების კონტროლი.
** ტექნიკურ დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია როგორც ინსტალაციის, ასევე პროექტების ვადის და დასაქმებული პერსონალის ხარჯების განსაზღვრისთვის.
** შერჩეული აგრეგატების ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება და მოთხოვნის შესაბამისობასთან შედარება პროექტანტების გავლით.
** კლიენტისთვის გასაგზავნი და რეალური განფასებების მომზადება.
** განფასების მეორე ეტაპზე (კლიენტის დაინტერესების შემდეგ, დაკონტრაქტებამდე), პროექტის და განფასების გავლა როგორც ტექნიკურ დეპარტამენტთან, ასევე პროექტანტებთან მათი კონსულტაციების მიხედვით განფასების ოპტიმალური ცვლილება.
** პროექტის დაკონტრაქტების შემდეგ მიაწოდოს შესყიდვებს რეალური განფასება (და არა კლიენტისთვის მომზადებული).
** პროექტის დასრულების შემდეგ, ამ პროექტისთვის შექმნილი განფასების ანალიზი პროექტის ფორმა 2-თან მიმართებაში.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
საჭირო უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@detra.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ს დასახელებაში მიუთითეთ აპლიკანტის სახელი და გვარი.
|
|
|
|