დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
აპარტ ქონსთრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
აპარტ ჯგუფში შემავალი სამშენებლო კომპანია "აპარტ ქონ"-ი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს #2
ძირითადი მოვალეობები:
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მოცემული მოცულობების შედარება საპროექტო დოკუმენტაციასთან (შესასრულებელ სამუშაოებთან, მოცულობების უწყისთან) და შესაბამისობის დადგენა;
** დეფექტური აქტებისა და დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ-რესურსული მეთოდით, უახლესი მოქმედი ნარმატიული დოკუმენტების გამოყენებით, მიმდინარე საბაზრო ფასებში.
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების აღრიცხვა, შესრულებული სამუშაოების ანგარიშის- ფორმა N2-ის შედგენა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამის მონაცემებთან შედარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (საინჟინრო ან მათემატიკური მიმართულებით)
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული უახლესი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** Ms Project-ისა, Ms Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა
** კომუნიკაციის, ორგანიზების, დროის მართვისა და ინტერპერსონალური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაცის უნარი.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 29 დეკემბრისა.
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ხარჯთაღმრიცხველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
|
|
|
|