დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
Luna Pizza-Bar
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
ვაკეში ახალგახსნილი "Luna Pizza-Bar" ეძებს გუნდის ახალ და ძალიან მნიშვნელოვან წევრს, მზარეულს!
სამუშაო აღწერილობა:
** კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით.
** ინგრედიენტების წინასწარ მომზადება.
** პროდუქტების მარაგის შესახებ ინფორმაციის ფლობა და მათი ხარისხის შემოწმება.
** სამზარეულოში ჰიგიენის წესების დაცვის და ნარჩენების გატანის კონტროლი.
** პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და FIFO-ს გათვალისწინებით
** სამუშაო დღის დასასრულს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება
*საჭიროებისამებრ შეფ-მზარეულის სხვა დავალებების შესრულება
საჭირო უნარები:
** სასურველია გამოცდილება, მაგრამ მთავარია მაღალი ინტერესი საქმისადმი
** სწავლის სურვილი, შრომისმოყვარეობა
** დისციპლინა და სუბორდინაცია
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი
პირობები:
** გრაფიკი - 5/2 (8 სთ ცვლები)
** ანაზღაურება - 2 კვირიანი წარმატებული სტაჟირების შემდგომ 1000 ლარი, გამოცდილების შეძენის და კერძების სრულად ფლობის შემდგომ 1200 ლარი.
ბენეფიტები:
** ადგილზე კვებას უზრუნველყოფს ობიექტი
** შიდა 50%-იანი ფასდაკლება კერძებზე
** დაზღვევა გამოსაცდელი ვადის შემდგომ
** 23:00-ის მერე ტრანსპორტს უზრუნველყოფს კომპანია
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: lunapizzabar@gmail.com.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|