დასახელება:
სივრცის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
კლინიკა კანი
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
მრავალპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: გ. სააკაძის დაღმართი #11
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე სამუშაო (09:00-21:00-მდე) - 2 დღე დასვენება
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ პაციენტთა დახვედრა და მათი საჭიროებების გადამისამართება;
** პაციენტების ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე აქციებისა და სიახლეების შესახებ;
** წინასწარი ჩაწერის სისტემის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა და რიგის მართვა;
** პაციენტთა კმაყოფილების კვლევაში მონაწილეობის მიღება;
** პაციენტებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** პაციენტთა დახმარება ავტომატიზებულ სისტემებთან (რიგის მართვა) დაკავშირებით წარმოშობილ საკითხებში;
** პაციენტების დახმარება, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები, ან დამატებითი დახმარება სჭირდებათ კლინიკაში გადაადგილებისას;
** ლოდინის სივრცის მოწესრიგება, პაციენტების ინფორმირება ლოდინის დროის შესახებ და მათზე ზრუნვა.
გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@kani.ge და თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობა, რომ ჩვენთან მუშაობით დაინტერესდით.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|