დასახელება:
დაწყებითი კლასების პედაგოგი
|
მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
|
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების პედაგოგის თანამდებობაზე.
პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი, 50%
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ.#33
სამუშაო მიზანი:
ახალგაზრდული დღის ცენტრის პედაგოგი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე. უზრუნველყოფს გაკვეთილების ჩატარებას და საკლასო ჯგუფის ხელმძღვანელობას.
ძირითადი მოვალეობები:
** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში;
** მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
** მოვალეა დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** ვალდებულია დროულად დაგეგმოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა და იზრუნოს მის განხორციელებაზე;
** იზრუნოს ბენეფიციარის აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე მისი გონებრივი შესაძლებლობის შესაბამისად;
** პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს (ექსკურსია, კინო/თეატრი);
** ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ;
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
** უზრუნველყოს მის მიერ შერჩეული ღონისძიების ორგანიზება წელიწადში ერთხელ;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
** პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
** მოვალეა სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
** მოვალეა იყოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
** მონიტორინგი გაუწიოს ბენეფიციარის აკადემიური მოსწრების ამაღლებას ტესტირებების ჩატარების გზით;
** ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება
აუცილებელია:
** უმაღლესი განათლება
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
ცოდნა და უნარები
აუცილებელია:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
** ემპათიური
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
სასურველია:
** ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
** იუმორის გრძნობა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 16.12.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
|
|
|
|